Eng

ჩვენ შესახებ

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) შეიქმნა 2018 წლის 26 თებერვალს, 2018 წლის 17 იანვარს ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საერთო კრებისა და 22 იანვარ გამართული არჩევნების საფუძველზე. ხულოს LAG-ი შეიქმნა პროექტ „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ამჟამად  ხულოს LAG-ში საქმიანობას განაგრძობს 65 წევრი, ამათგან 19 ქალი და 9 ახალგაზრდა.  წევრთა სექტორული გადანაწილება შემდეგნაირად გამოიყურება: 21.5% კერძო სექტორი, 50.7% სამოქალაქო სექტორი და 27.8% საჯარო სექტორი.

მმართველი ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 15 წევრით, საიდანაც 10 წევრის არჩევა მოხდა ფარული კენჭისყრით. მმართველ ჯგუფში წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის მერიის ერთი წარმომადგენელი, საკრებულოს ერთი და ამაგების 2 წარმომადგენელი. მმართველი ჯგუფის არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო LAG-ის 59 წევრმა, საერთო რაოდენობის 90.8%. არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და დღის ბოლოს ხმის დამთვლელმა კომისიამ LAG-ის წევრებს გააცნო არჩევნების შედეგები. მმართველი ჯგუფის 15 წევრიდან, 5 საჯარო სექტორს წარმოადგენს, 7 - სამოქალაქოს, 3 კი კერძოს. მე-15 წევრი CCRG-ის წარმომადგენელია, რომელიც ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მმართველი გუნდი არჩეულ იქნა ორი წლის ვადით და LAG-ის საქმიანობას წარმართავს 2021 წლის მაისამდე.

ხულოს LAG-ის მისიაა:

  • ხულოს მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარება ადამიანურ და სხვა ადგილობრივი რესურსების საფუძველზე;
  • სექტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა ევროპულ LEADER მიდგომაზე დაყრდნობით
  • ხულოს პოპულარიზაციის ხელშეწყობა ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით
  • ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და განვითარება
  • ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და გარემოს დაცვის ხელშეწყობა  

 

ხულოს LAG-ის მმართველი ჯგუფის წევრები არიან:

ნიკა წულუკიძე, გურამ აბულაძე, ტარიელ ბოლქვაძე, რუსუდან შანთაძე, ირმა შავაძე, ლელა ძირკვაძე, მადონა ბოლქვაძე, ჟუჟუნა შავაძე, ზვიად პაქსაძე, მურად ძირკვაძე, როდამ შავაძე, სულხანი ფასანიძე, რამინ ზოიძე, ოთარ იაკობაძე, გიორგი აბულაძე.

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.