- შეკითხვა: რა არის პროექტის ხანგძლივობა?
პასუხი: პროექტის ხანგძლივობაა 46 თვე; 2017 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მარტამდე
- შეკითხვა: ვის შეუძლია პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა?
პასუხი: პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია ხულოს მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში ეწევიან ან განზრახული აქვთ რომ განახორციელონ ინვესტიციები ეკონომიური საქმიანობისთვის.
-
- შეკითხვა: რა არის LAG?
პასუხი: LAG (Local Action Group) ქართულად ადგილობრივი განვითარების ჯგუფია, რომელიც არის სამოქალაქო ორგანიზაცია და მისი მიზნებია:
- სოფლად განვითარების სახელმწიფო პოლიტიკისა და მექანიზმების მხარდაჭერა ხულოს რაიონში;
- ხულოს რაიონის სოციალური-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის საფუძველზე;
- ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და განვითარების ხელშეწყობა;
- სოციალური მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა ხულოს რაიონში
შეკითხვა: როდის დაიწყება მეორე საგრანტო ეტაპი?
პასუხი: იდეების კონკურსის ახალი ეტაპი გამოცხადდება გაზაფხულის მეორე ნახევარში.
შეკითხვა: როგორ დავარეგისტრირო პროექტი?
პასუხი: მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა შეავსონ იდეების კონკურსის ფორმა განსაზღვრულ ვადებში, თუკი პროექტი იდეების ეტაპს გადალახავს, აპლიკანტმა უნდა შეავსოს სრული განაცხადის სააპლიკაციო ფორმა და დაელოდოს შედეგებს