პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD პროგრამის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა.ა.ი.პ. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (Caritas Czech Republic in Georgia), 2017 წლის 1 მაისიდან ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) და PMC კვლევითი ცენტრთან პარტნიორობით.
პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციით. პროექტის სამიზნე ჯგუფებია: ადგილობრივი ფერმერები, ადგილობრივი სასტუმრო სახლების (გესთჰაუსი) ოპერატორები და ტურისტული სერვისების მიმწოდებლები, ადგილობრივი საკვების მწარმოებლები და ხელსაქმის ოსტატები, ადგილობრივი თემების წევრები (მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციები, ახალგაზრდული ჯგუფები და ა.შ.), ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ხულოს განვითარების სტრატეგიას. სტრატეგიით შემუშავებული პრიორიტეტების მიხედვით მომდევნო ეტაპზე თანადაფინანსების საფუძველზე გაიცემა გრანტები.
მოსალოდნელი შედეგები: