Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
09 ოქტომბერი 2019

2019 წლის 1 ოქტომბერს, ბათუმში, კერძო და სამოქალაქო სექტორის 50-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების გეგმის განხილვაში. დოკუმენტი შემუშავდა, ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში. ქედასა და ხულოში მიმდინარე ENPARD სოფლის განვითარების პროექტებისა და ადგილობრვი განვითარების ჯგუფების აქტიური ჩართულობით. ეკონომიკური განვითარების გეგმის მიზანია საერთო ინტერესების რეალიზაცია, მონაწილე მუნიციპალიტეტებს შორის ეკონომიკური განვითარების საკითხებში კოორდინაციის გაძლიერება და ერთობლივი მოქმედება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისათვის.

შეხვედრას დაესწრო, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, რომელმაც ისაუბრა ევროკავშირის მხარდაჭერის როლსა და მნიშბნელობაზე საქართველოში სოფლის განვითარებისთვის. შეხვედრის ფარგლებში პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმძღვანელმა პიტერ კორსბიმ აღნიშნა, რომ პროექტის მთავარი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა და გაძლიერება, რათა ისინი გახდნენ ფასილიტატორები ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაოების შექმნისთვის ადგილობრივ დონეზე.

შეხვედრისას მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ადგილობრივი ეკონომიკური გეგმის მომზადებასთან დაკავშირებული პროცესები, ადგილობრივი ეკონომიკის მიმოხილვა და SWOT ანალიზი,  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ხედვა, მიზნები და აქტივობები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითხებზე გაიმართა დისკუსიაც. ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, ასლან ართმელაძემ, გააკეთა პრეზენტაცია გაერთიანებული ადგილობრივი განვითარების გეგმის ძირითადი სტატისტიკური და მოპოვებული ინფორმაციის შესახებ. 

შეხვედრაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირის ENPARD პროგრამის ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის, და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, ასევე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, სავაჭრო- სამრეწველო პალატის და ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენლები.

ღონისძიების ბოლოს,  სერტიფიკატები გადაეცათ პროექტში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მონაწილე  ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს.

აღნიშნული გეგმის ფინანსური მხარდამჭერია „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.


ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ–გვერდს: www.enpard.ge

ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.