2020 წლის 22-27 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ENPARD ხულოს პროექტის ოფისში ბუღალტერიის ექვსდღიანი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი განკუთვნილი იყო მეორე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის. ტრენინგის მიზანი იყო ფინანსური ბუღალტერიის უნარების გაუმჯობესება და ძირითად საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის პრაქტიკის გამომუშავება. ტრენინგს PMC RC-ის კონსულტანტი ტატა ბერიძე უძღვებოდა.
ტრენინგში მონაწილეობა, ჯამში 40-მა (6 ქალი, 34 კაცი) ბენეფიციარმა მიიღო. ტრენინგის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში და იღებდნენ მონაწილეობას ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებში. 38 პრეტესტის შედეგების მიხედვით, 1.74 დაფიქსირდა საშუალო ქულა (მაქსიმუმ 10 ქულა), ხოლო 30 პოსტ ტესტის შემდგომ 9 ქულა ქულა. (მაქსიმუმ 10 ქულა). ტესტის შედეგების მიხედვით მონაწილეებმა მნიშვნელოვნად გაიმჯობესეს ფინანსური ბუღალტერიის უნარები. ტრენინგის თემატიკა მოიცავდა, ფინანსური აღრიცხვის და ბუღალტერიის მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საწარმოს ფორმები, გადასახადები, თვითდასაქმება და დასაქმება, შვებულება და მივლინება, სამუშაო საათები და ძირითადი დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადები, ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი, შესყიდვის აქტი და ა.შ).
მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ ტრენინგის შინაარსით და შედეგებით. ტრენინგის ერთ ერთი მონაწილე, ხათუნა ბოლქვაძე აღნიშნავს: ‘’ძალიან მომეწონა ტრენინგის პროცესი. ძალიან ბევრი ვისწავლე ტრენერისგან. მომავალში ძალიან მინდა დავესწრო გრძელვადიან საბუღალტრო პროგრამას რომ ეს პროფესია შევისწავლო ტრენერ ტატა ბერიძესთან ერთად’’.
პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge