27 ივლისი 2020, ხულო - ხულოს მუნიციპალიტეტში, დაინტერესებული პირებისთვის და ხულოს ადგილობრივი ჯგუფის (LAG) აქტიური წევრებისთვის გაიმართა ეკო პროექტის წერის ტრენინგი. ტრენინგის მიზანი იყო LAG-ის შესაძლებლობების გაძლიერება და ადამიანური კაპტიალის ჩამოყალიბება, შემდგომი მდგრადი განვთარების უზრუნველსაყოფად. ტრენინგი ჩატარდა ევროპის ფონდის ეკო საგრანტო კონკურსის სრული განაცხადის ფორმის მიხედვით. ევროპის ფონდის ეკო საგრანტო კონკურსი ორ ეტაპს მოიცავს.
ტრენინგს დაესწრო 12 მონაწილე (მათ შორის 4 ქალი). საპროექტო იდეა ინიცირებულია ხულოს LAG-ის წევრების მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვითი მოწყვლადობის შესამცირებლად. პროექტის სახელწოდებაა ‘’ხულოს მუნიციპალიტეტში ეროზიასაწინააღმდეგო ღონისძიებები ეკონომიკური სარგებელის გათვალისწინებით’’. რომლის ხანგრძლივობა არის 12 თვე და ბიუჯეტი 60 000 ლარი. პროექტზე მუშაობა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტმა გადალახა იდეების კონკურსი, რომელზეც მოწვეული ექსპერტი დიანა ეგიაზაროვა და ხულოს LAG-ის აქტიური წევრები მუშაობდნენ. საერთო ჯამში, ტრენინგის შემდგომ შედგა სრული საპროექტო განაცხადი, რომელიც წარდგენილია ევროპის ფონდში დაფინანსების მირების მიზნით.
ENPARD ხულოს პროექტის ფარგლებში, გრძელდება LAG-ის გაძლიერება, სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. შემდგომში დაგეგმილია სხვადასხვა თემატიკის პროექტის წერის ტრენინგის ორგანიზება, ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვთარების სტრატეგიის განახლება და დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.