Eng

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეში ღორჯომი-ლეკნარი-ბახმარო ტურისტული ბილიკის მარკირება დასრულდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეში  ღორჯომი-ლეკნარი-ბახმარო ტურისტული ბილიკის მარკირება დასრულდა
18 ნოემბერი 2020

2020 წლის ოქტომბერში, ხულოს მუნიციპალიტეტში - ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ღორჯომი-ლეკნარი-ბახმარო ტურისტული ბილიკის მარკირება განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოები შეასრულა მოლაშქრეთა ეროვნულმა ფედერაციამ.

ტურისტული ბილიკის საშუალებით, ღორჯომის თემი, მთა ლეკნარის გავლით დაუკავშირდა კურორტ ბახმაროს, რაც დადებითად აისახება, ორივე რეგიონის, გურიისა და აჭარის, ტურისტული გარემოს გაუმჯობესებაზე. ტურისტული ბილიკის საერთო სიგრძე 30.8 კილომეტრია, რაც, მაქსიმუმ 3 დღიანი, საფეხმავლო, საცხენოსნო და საავტომობილო ტურების მოწყობის საშუალებას იძლევა. აღნიშნულ მარშრუტზე სანახავი ობიექტებია: კასკადოვანი ჩანჩქერები, ღორჯომის მეჩეთი, მთა ლეკნარი, საზაფხულო სადგომები, კურორტი ბახმარო, ფერცვალების სახელობის ეკლესია.

ევროკავშირის მხარდაჭერილი, ENPARD ხულო პროექტისათვის სოფლად  ტურიზმის განვითარება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას. აღნიშნული ტურისტული ბილიკის მარკირებით, პროექტი მხარს უჭერს, ხულოს მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას და ადგილობრივი ტურისტული სერვისების მომწოდებლებისათვის ახალი შესაძლებლობების მიცემას, რათა უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველი გახდეს მათი შეთავაზებები.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეში  ღორჯომი-ლეკნარი-ბახმარო ტურისტული ბილიკის მარკირება დასრულდა

პარტნიორები

2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.