ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR), სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ერთ ერთი მსხვილი არასამთავრობო მიმწოდებელია ჩეხეთის რესპუბლიკაში. მისი მთავარი ამოცანაა საგარეო განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების ფარგლებში დაეხმაროს და მომსახურება გაუწიოს საჭიროებების მქონე პირებს, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკაში ასევე ქვეყნის გარეთ.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი და უდიდესი ქსელის „კარიტას ინტერნაციონალის“ წევრია. ამ უკანასკნელს დიდი გამოცდილება და პოტენციალი გააჩნია დახმარების კოორდინაციის მიმართულებით.
2008 წლიდან CCR იმყოფება საქართველოში და ძირითადად ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სოციალური ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით. CCR-მა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდაჭარისა და დიოკნისის ფერდობებზე და ტერასებზე ხილის სახეობების დარგვის გზით მეწყრული პროცესების თავიდან ასაცილებლად.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.charita.cz/en/
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, სოფლის მეურნეობის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში, CCR ახორციელებს პროექტს: “ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა”. პროექტის ხანგრძლივობა მოიცავს 2017 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მარტამდე პერიოდს (46 თვე).
პროგრამის საერთო მიზანია, საქართველოში სოფლად სიღარიბის შემცირებაში წვლილის შეტანა. მისი კონკრეტული მიზანია სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებით, ხულოს მუნიციპალიტეტში ხელი შეუწყოს დასაქმების მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ხორვატიის სოფლის მეურნეობის განვითარების ქსელი - HMRR არის სამოქალაქო ორგანიზაცია და ორგანიზაციათა ქსელი, რომელიც 2006 წლიდან ძირითადად მუშაობს ხორვატიის სოფლების მდგრად განვითარებაზე. ორგანიზაციის მიზანია თანამშრომლობით, ქსელის, პარტნიორობისა და ცოდნის გადაცემის გზით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მდგრადი განვითარება. 2018 წლის დასაწყისისთვის ქსელი 46 წევრს ითვლის.
ორგანიზაცია მხარს უჭერს თანაბრად განვითარებულ ხორვატიას, სადაც სოფლის მოსახლეობა აქტიურად უწყობს ხელს მათი თემების განვითარებას მათი სოციალური და ეკონომიკური საქმიანობით.
HMRR- ის საქმიანობის სფეროა: (1) საზოგადოებრივი ინტერესების ადვოკატირება საზოგადოებრივი პოლიტიკის შემუშავებაში და დანერგვაში; (2) ქსელური მუშაობა, წევრებისა და სოფლის განვითარებაში ჩართული პირების ინფორმირება ; (3) განათლება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება (4) ორგანიზაციული განვითარება.
HMRR -ის მიერ ინიცირებული და შექმნილია ორი ხორვატული სოფლის განვითარების პარლამენტის შექმნა. ეროვნული სოფლის პარლამენტის მიზანია სოფლების თემების აზრის მოსმენა და შეფასება. სოფლის პარლამენტში სოფლებს აქვთ შესაძლებლობა გავლენა მოახდინონ პოლიტიკაზე, სოფლის განვითარებასა და კავშირების გაძლიერებაზე, აგრეთვე პარტნიორულ ურთიერთობებზეც.
პი ემ სი კვლევითი ცენტრი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, დაარსებული 2010 წელს. PMC კვლევითი ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებითა და შესაძლებლობების გაძლიერებით. ორგანიზაციას გააჩნია ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობებისთვის მხარდაჭერის კარგი გამოცდილება ყოვლისმომცველი კვლევების, პოლიტიკის რეკომენდაციებისა და ტექნიკური დახმარებების მეშვეობით. ცენტრი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ყველა რეგიონში.
პი ემ სი კვლევითი ცენტრი პროექტებს ახორციელებს შემდეგი ორგანიზაციების მხარდაჭერით: USAID, UNDP, EU, Open Society Foundation, German Marshal Fund, International Visegrad Fund, Asian Development Bank (ADB), Konrad Adenauer Fund, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა.